იორმუღანლოში მცირე საწარმოს აშენებას ითხოვენ
,,ჩვენს მუნიციპალიტეტს მალე ეყოლება ახალი დეპუტატი. მინდა, რომ მოსახლეობის დასაქმებაზე იზრუნოს. სხვაგან რომ შენდება ამდენი საწარმო, რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენს თემშიც პატარა ქარხანა აშენდეს. ძალიან კარგი იქნება რძის გადამამუშავებელი მცირე ქარხანააშენდეს, სადაც ჩვენი სოფლის მოსახლეობა ვიმუშავებთ, ახალგაზრდობაც აღარ წავა სამუშაოთ სხვაგან. რძის გადამამუშავებელ ქარხანას იმიტომ ვამბობ, რომ აქ დიდი ნაწილი მესაქონლეობით ვირჩენთ თავს და ამით ჩვენი შემოსავალი გაიზრდება,‘’ – განაცხადა knews.ge–სთან ალასკარ მირზაევმა.
ადგილობრივების განცხადებით, გარდა დასაქმებისა სოფლებს სხვა პრობლემებიც აწუხებს, რომელიც სასწრაფოდ მოსაგვარებელია. ალხან გულიევი ამბობს, რომ მისი მეუღლე სოფლის თავში მიდის და დასალევად ვარგისი წყალი ხელით მოაქვს. მისი თქმით, ახალმა დეპუტატმა პირველად სწორედ ამ საკითხის მოგვარებაზე უნდა დაიწყოს ზრუნვა.
,,ახალმა დეპუტატმა პირველ რიგში, ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს. აქაურების ნაწილს აქვს წყალი, მაგრამ სოფლის თავში არ გვაქვს. სასმელად ვარგისი წყალი ორ კილომეტრშია ჩვენი სახლიდან და ჩვენი ქალები ფეხით მიდიან. ერთნაირად ხან 20 ლიტრის მოტანა უწევთ. აბა ეს რაში უნდა გვეყოს? სოფლის დეპუტატი, რომელიც ახლა მოვა, უნდა იყოს ყურადღებიანი და მოაგვაროს ჩვენი პრობლემები, უნდა იზრუნოს ჩვენზე და გვკითხოს რა გვაწუხებს’’,– განაცხადა ,,კახეთის ხმასთან” საუბარში ალხან გულიევმა.