ახალი ამბები

იყალთოში ქვევრის სკოლა–სახელოსნო გაიხსნა

პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებაა. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, ქვევრის სკოლა-სახლში” ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება უკეთ გაეცნოს ქართულ ტრადიციებს, შეისწავლოს ქვევრის დამზადების ხელობა და ქვევრის ღვინის დაყენების კულტურა.

„სკოლა-სახელოსნო შესაძლებლობას აძლევს ყველა მსურველს შეისწავლონ ქვევრის დამზადების ხელობა, რაც ხელს შეუწყობს უძველესი ტრადიციების შენაჩუნებას. პროექტის განხორციელებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული“, – განაცხადა შათირიშვილმა. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.