რთველის მიმდინარეობა
რეგიონში ღვინის ქარხნები კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს – განვლილ დღე-ღამეში გადამუშავდა 5 331ტონა. სულ გადამუშავებულია31,8 ათასი ტონა რქაწითელი, 25,9 ათასი ტონა საფერავი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი – 22,3 ათასი ტონა, ყვარელი – 15 ათასი ტონა, თელავი – 13,7 ათასი ტონა, სიღნაღი – 6,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 1,5 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 1,4 ათასი ტონა, საგარეჯო – 733 ტონადა ახმეტა – 669 ტონა.
ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 58 ღვინის კომპანია, მათ შორის,12სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.
ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა:
კახეთის რეგიონში რქაწითელზედა კახური მწვანეზე – 1 კგ-ზე – 0,45 ლარი;
საფერავზე – 1 კგ-ზე – 0,20 ლარი;
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონშიმუჯურეთული/ალექსანდროულზე – 1 კგ-ზე – 2 ლარი.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501.
რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზეhttp://georgianwine.gov.ge/statistic დაhttp://rtveli2016.gov.ge/statistic.