ბიძინა ივანიშვილი კახეთში შეხვედრებს გამართავს
ღონისძიება ტელეკომპანია GDS-ის საარჩევნო პროექტის – ,,შეხვედრები რეგიონულ მედიასთან” ფარგლებში გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, ივანიშვილი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებსა და საზოგადოების სხვა წევრებს შეხვდება.
შეხვედრა ხვალ, სავარაუდოდ, თელავის თეატრში, 12:00 საათზე დაიწყება და კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართება.