ლოპოტაზე ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი გაიმართება
შეჯიბრი ტარდება სასტუმრო კომპლექსის “ლოპოტა სპა რეზორტი” და საქართველოს მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაციის ორგანიზებით. ტურნირი 2 ოქტომბერს საზეიმოდ დაიხურება.
სპორტული ღონისძიება მესამე წელია, რაც ტარდება და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ორგანიზაციისა და კომპანიის წარმომადგენლები, რომელთა საჩოგბურთო გამოცდილება მხოლოდ სამოყვარულო დონეს შეესაბამება.
ტურნირის მიზანია, საქართველოში არსებული ორგანიზაციებისა და მათი თანამშრომლების ჩართვა აღნიშნულ აქტივობაში და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია.
,,ტურნირი ჩატარდება 2 კატეგორიაში, ერთეულთა და წყვილთა თანრიგში, როგორც ქალთა ასევე მამაკაცთა შორის. საწევროს ღირებულება, თითოეულ ადამიანზე ერთეულთა შეჯიბრში, შეადგენს 150 ლარს. საწევროს ღირებულება თითოეულ ადამიანზე ერთეულთა შეჯიბრში და წყვილში 250 ლარს. გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან ფულადი ჯილდოთი და სხვადასხვა პრიზით. ღონისძიების საპრიზო ფონდი შეადგენს 25,000 ლარს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 17 სექტემბერი”,– განაცხადეს ტურნირის ორგნიზატორებმა.