ახალი ამბები

ხვალ გომბორზე დასუფთავების აქცია გაიმართება

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგარეჯოსა და თელავის მუნიციპალიტეტები რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გომბორის ცენტრალურ მაგისტრალს დაასუფთავებენ. 
,,ირაკლი ქადაგიშვილის ინიციატივით, დასუფთავებისაქცია თბილისიდან თელავამდე გზის სრული მონაკვეთის დასუფთავებას მოიცავს. ეს არის ყველაზე მაღალი წერტილი კარგი ხედებით და ტურისტებისთვის საყვარელი ადგილი. ყველაზე მეტად ეს ტერიტორიაა დაბინძურებული და ამიტომ იგეგმება მისი დასუფთავება”, – განაცხადეს გუბერნატორის ადმინისტრაციაში.