აგრო სექტორში ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს
ორგანიზაციის წარმომადგენლები ძირითად პრობლემად აგრო სექტორში მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობას ასახელებენ.
,,აგრარული ქვეყანა ვართ და სახელმწფომაც ამ მიმართულების განვითარებას მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი. მნიშვნელოვანია ძირეული ცვლილებები მოხდეს ამ სფეროში. აგრეთვე საჭიროა საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციაც, რათა ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს“ – განაცხადა გელა ლოლაძემ, შ.პ.ს. „მექანიზატორის“ გენერალურმა დირექტორმა.
,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის თქმით, მისი საარჩევნო პროგრამის ერთ–ერთი ძირითად პრიორიტეტს სოფლის მეურნეობის გაძლიერება წარმოადგენს.
„ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი სოფელი, უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, რათა თითოეულმა ადამიანმა შეძლოს თვითრეალიზაცია. სოფელში აღარ უნდა იყოს ელემენტარული პირობები მოუწესრიგებელი“,–განაცხადა დავით სობნღულაშვილმა.