ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი – გურჯაანში რეფორმები უნდა გატარდეს

სოფლების: მელაანის, ჩალაუბნის, ჯიმითისა და არაშენდის მაცხოვრებლებთან შეხვედრაზე  მუნიციპალიტეტში გასატარებელ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

 „მნიშვნელობა არ აქვს ვინ, რომელ მხარეს იბრძვის. ჯამში ყველა ერთნი ვართ, ამ ქვეყნის შვილები. ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ საზოგადოების დაყოფა. ყველამ ერთად, ერთი მიზნისთვის უნდა ვაკეთოთ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე. კონკრეტული რეფორმებია გასატრებელი ყველა მიმართულებით.ჩვენ უნდა გავაძლიეროთ რაიონი. ჩემი მიზანია, შევქმნა შესაძლებლობები, რომ ნებისმიერმა მონდომებულმა ადამიანმა შეძლოს აკეთოს თავისი საქმე. მხოლოდ მაქსიმალური შრომით შევძლებთ წარმატების მიღწევას, “ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ადგილობრივებმა სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრებს. ადგილობრივების განცხადებით, ფერმერებს მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ, რომ მეტი დოვლათი შექმნან.

„სოფელში მეტნაკლებად ყველფერი მოგვარებულია. ერთადერთი რაც პრობლემაა, ნახევარ სოფელს არ მოგვეწოდება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საყრდენი ბოძების სიძველის გამო. თუ გამოცვლიან და გააკეთებენ კარგი იქნება“ – აღნიშნა ჩალაუბნისმკვიდრმა თამარ სულიაშვილმა.

ჯიმითის მოსახლეობის მთავარი პრობლემა ნახევარი სოფლის გაზიფიცირებაა. მათი თქმით, გაზიფიცირების სამუშაოები ნელი ტემპით, თუმცა მიმდინარეობს და ეს არის მნიშვნელოვანი. არაშენდელების მთავარ პრობლემას კი, სანიაღვრე არხების მოწესრიგება წარმოადგენს.