სოფელ შილდასთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელ შილდის მკვიდრი 26 წლის ლექსო პეტრუზაშვილია. სოფელ შილდაში ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის, ლევან ხუციშვილის თქმით, ახალგაზრდამ სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. ხუციშვილის თქმით, ახალგაზრდას ოჯახს საქონელი ჰყავდა და ლექსო ხშირად დადიოდა მის გამო სოფელთან ახლოს ტყეში.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.