სტატიები

რა პრინციპის მიხედვით შეარჩიეს საუბნო–საარჩევნო კომისიის წევრები ახმეტაში

ახმეტის N18 საოლქო საარჩევნო კომისიაში დასაქმებული წევრების პარტიული სია კი ასეთია:  თოთო-თითო წევრი პარტიებიდან: „ქართული ოცნება“ , „რესპუბლიკელები ”  “კონსერვატიული პარტია ” და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”.

 კომისიებში წარმოდგენილნი არინ,  „ნაციონალური მოძრაობა”, “ბურჯანაძე დემოკრატები” და “თავისუფალი დემოკრატები.” როგორც „რესპუბლიკელების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  თელავი-ახმეტის ოლქში, ლევან ქინქლაძე აცხადებს, კომისიების დაკომპლექტების წესი, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მმართველი პარტიის ინტერესის შესაბამისად, მოხდეს  კომისიის წევრების შერჩევა არა პროფესიული ნიშნით, არამედ პარტიული ინტერესიდან გამომდინარე და ბიძაშვილ- მამიდაშვილობის ფაქტორის გათვალისწიებით.

„წინა  ხელისუფლება სწორედ ასე  აკომპლექტებდა საუბნო საარჩევნო კომისიებს და როგორც ჩანს, ეს პრაქტიკა დღესაც გრძელდება. ახლანდელი მმართველი პარტიაც არ იჩენს  ნებას ამ მიმართულებით რამე შეცავალოს. კომისიის წევრების მოვალეობა, კანონმდებლობის დაცვაა. აუცილებელია, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და მიუკერძოვებლობა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას წარმოადგენენ.  კომისიის წევრები პოლიტიკური პარტია “რესპუბლიკელებიდან”  აუცილებლად შეეცდებიან დაიცვან სამართლიანობა და არ დაარღვიონ კანონი. ეს ეხება გადაწვეტილებების მიღების პროცესებსაც, მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობაში იქნებიან”-განაცხადა ლევან ქინქლაძემ.

საარჩენო საკითხებში გამოცდილ კადრს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაურკვეველი მიზეზების გამო უარი უთხრეს. როგორც ახმეტის მკვიდრმა თამილა ვარდოშვილმა განაცხადა, მას საარჩევნო კომისიაში მონაწილეობის რვაწლიანი გამოცდილება აქვს.

„რვა წლის განმავლობაში ვსაქმიანობ საარჩევნო კომისიაში, 2002 წლიდან ჯერ ვმუშაობდი ცესკო-ში, ხოლო შემედეგ, საოლქო საარჩევნო კომისიაში. არასდროს არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნოდი,  ყოველთვის დამოუკიდებელი კომისიის წევრის ქვოტით ვიღებდი საარჩევნო პროცესებში მონაწილეობას. წელს კი, რატომღაც, გაუგებარი მიზეზების გამო, ჩემი გამოცდილება და ცოდნა არაფრად ჩააგდეს და კომისიაში საქმიანობაზე უარი გამომიცხადეს.”-განაცხადა თამილა ვარფოშვილმა.

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვისთვის საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენტურობის მნიშვნელობაზე საუბრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“  წარმომადგენელი, გიგი ჩიხლაძე და აღნიშნავს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დაკომპლექტება თავისუფალი და დემოკრატიული საარჩევნო პროცესისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. კომისიის წევრს მოეთხოვება  ღრმა პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ხშირ შემთხვევაში, უგულვებელყოფილია.

„შეიძლება თამამად ითქვას, რომ საუბნო თუ საოლქო კომისიების კანონის ფარგლებში მოქმედებას, სრულფასოვანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ახალს და განსხვავებულს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ვერაფერს ვიტყვი, რადგან უდავოა, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა აკისრია კომისიის თითოუელ  წევრს და რამხელა ცოდნა-გამოცდილებას უნდა ფლობდნენ ისინი.”-განაცხადა გიგი ჩიხლაძემ.