დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის წარმატებულ სტუდენტს შეხვდა
სოფო ყავალაშვილი წელს გახდა სტუდენტი და მან ერთიან ეროვნულ გამოცდებში ქვეყნის მასშტაბით, მაღალქულიან აბიტურიენტებში მეოთხე ადგილი დაიკავა. სოფო მამით ობოლია და სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. მან საკმაოდ რთულ პირობებში შეძლო წარმატების მიღწევა. ქართული ოცნების კანდიდატმა წარმატებულ სტუდენტს შედეგები მიულოცა და მხარდაჭერასაც დაპირდა.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სოფოსნაირ ახალგაზრდებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მიაღწიონ წარმატებებს. უნდა შეიქმნას ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემო, რომ შეძლონ თვითრეალიზაცია. ვამაყობ, რომ სოფო ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია და ასეთ რთულ პირობებში მოახერხა ასეთი შედეგისთვის მიეღწია. ის კარგი მაგალითია იმისა, რომ თუ ძალიან მოინდომებ რამეს, აუცილებლად მიაღწევ. მე წარმატებები მინდა ვუსურვო მას,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.