პაატა ბურჭულაძემ საარჩევნო ტურნე კახეთიდან დაიწყო
მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის 4 წლის განმავლობაში სტატუსის შენარჩუნება და სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფი განვითარებაა.
,,თელავსა და გურჯაანში ამომრჩეველს პარტიის სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გავაცანით. არჩევნების ტურნე დღს კახეთიდან დავიწყეთ, რომლის ფარგლებშიც მთელ საქართველოს შემოვივლით. ჩვენი გუნდი მოვდივართ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ მივხედოთ ხალხს და დადგნენ ფეხზე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.