დავით სონღულაშვილი – სოფლის მეურნეობის განვითარება ჩემი პრიორიტეტია
როგორც სონღოლაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, არჩევენბში გამარჯვების შემთხვევაში მისი მთავარი პრიორიტეტი რაიონში სოფლის მეურნეობის სწრაფი განვითარების ხელშეწყობა იქნება. ის, ასევე, შეხვდა მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების თანამშრომლებს.
„ჩემი მიზანია, რაიონში სოფლის მეურნეობის განვითარება უფრო სწრაფი ტემპებით განხორციელდეს. ჩემი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი გურჯაანში პროფესიული სასწავლებლების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, სადაც შესაძლებელი იქნება აგრონომების, ინჟინრების, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა. ვაჩნაძიანის მოსახლეობასთან შეხვედრას გურჯაანის საპატიო მოქალაქე ბესო ბერულაშვილიც ესწრებოდა.
დავით სონღულაშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებთანაც გამართა შეხვედრა. IRI-ს წარმომადგენლებმა დავით სონღულაშვილისგან მოისმინეს მუნიციპალიტეტში არსებული საარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას გაეცნენ.
დეპუტატობის კანდიდატი, ასევე, შეხვდა ფრანგულ-ქართულ კლინიკა „კახეთი-იონის“ წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების თანამშრომლებს.
კლინიკაში დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრას „კახეთი-იონის“ პრეზიდენტი ერიკ ჟანწიც ესწრებოდა.
,,კახეთი-იონი“ კახეთის მოსახლეობას მნიშვნელოვან სიახლეს შესთავაზებს. კლინიკა ჩაერთვება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, რომლის ფარგლებში მოსახლეობას შეეძლება ჩაიტაროს შესაბამისი გამოკვლევები და გაიაროს მკურნალობის კურსი, სრულიად უფასოდ”,- აღნიშნა სონღულაშვილმა.