გომბორის უღელტეხილზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გარდაცვლილი ლექსო ჯუგაშვილი თელავის რაიონში ცხოვრობდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. ჯუგაშვილის ნათესავების განცხადებით, მამაკაცს სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
,,სახლიდან სამი დღის წინ გასულა და უთქვამს, ეკლესიაში სანთლის დასანთებად მივდივარო. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ახლახანს გავიგეთ, რომ გომბორის გზაზე, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, მეტი არაფერი ვიცით“, – განაცხადეს გარდაცვლილის ახლობლებმა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.