სოფელ ლაფანყურში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებენ
მოსახლეობის ინფორმაციით, ე.წ. ორწყალის ტერიტორიაზე სამუშაოები უკვე დაიწყო.
,,თუ ჰესი აშენდება, სოფელს სასმელი და სარწყავი წლის დეფიციტი გაუჩნდება, რაც სოფელს დაცლის საფრთხის წინაშე დააყენებს”,–აცხადებს მოსახლეობა.
სოფელ ლაფანყურში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის მორის პარკინაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ორწყალის ტერიტორიაზე მხოლოდ კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც გადაწყდება მიზანშეწონილია თუ არა აღნიშნულ ადგილას ჰესის აშენება”–განაცხადა პარკინაშვილმა.
knews.ge-ს ინფორმაციით, ერთ-ერთმა კომპანიამ გზა უკვე გაიყვანა.