ახალი ამბები

კახეთში ყურძენს 20 ქარხანა იბარებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, რეგიონში 10 ათას ტონამდე ყურძენია დაკრეფილი.
,,რთველი აქტიური ფაზაში ჯერ არ გადასულა. ამ მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიკრიფა სიღნაღის ნახევარი და დედოფლისწყაროს გარკვეული ნაწილი. რაც შეეხება გურჯაანს, ყვარელსა და კახეთის კიდევ უფრო ზედა რაიონებს, კრეფა არ დაწყებულა, რადგან ყურძნის შესაბამის სიმწიფეს ველოდებით. მინდა დავამატო, რომ ყურძნის ჩაბარებაზე მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება. რთვლის საკოორდინაციო შტაბში ღვინის 82 კომპანიაა დარეგისტრირებული, აქედან 20 ყურძენს უკვე იბარებს”, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კახეთის რეგიონში 200 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდება. აქედან, 150 ათასი ტონა საწარმო გადამუშავებისთვის იქნება. რქაწითელის ჯიშის ყურძნის ღირებულება სახელმწიფო სუბსიდიის ჩათვლით 80 თეთრი, ხოლო საფერავი კი ერთი ლარი იქნება.