დედოფლისწყაროში სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყობა
ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მიზანია სასოფლო-წარმოების ეფექტიანობის აღდგენა და ნაკლები დანახარჯით მოსავლის მიღება.
,,ჩავატარეთ გასვლითი ტური ინდივიდუალური მეწარმეების სადემონსტარციო ნაკვეთში და ჩავატარეთ შემდეგი ტექნოლოგიური ოპერაციები: ნიადაგის დამუშავება ბელტის გადაუბრუნებლად ჩიზელური კომბინირებული მანქანით 0,4 მ.სიღრმეზე; ნიადაგის ზედაპირული ფენის გაფხვიერება ფრეზით; ნიადაგის გამოკვება ორგანულ-მინერალური სასუქებით; მოსავლის აღება უნივერსალური კომბაინით”,–განაცხადეს ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა მნიშვნელოვნად გაზრდის სასოფლო წარმოების ეფექტიანობას.