თამაზ მეჭიაურის პარტიიდან თელავი–ყვარლის დეპუტატობის კანდიდატი ლევან კოჭლოშვილი იქნება
იგი საზოგადოებასთან, მასმედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში თელავის თემის საკრებულოს სპეციალისტად მუშაობდა.
როგორც კოჭლოშვილმა knews.ge-ს განუცხადა, პოლიტიკაში წასვლის მიზეზი მმართველი პარტიის მიერ სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების დაკვეთის შეუსრულებლობაა.
,,ქართული ოცნების’’ ამომრჩევლების მთავარი დაკვეთა სამართლიანობის აღდგენა იყო და ვერ შესრულდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კენჭის ყრა. კარგად ვიცნობ თელავს და ყვარელს, რადგან ბოლო ექვსი წელია, რაც აქ ვცხოვრობ, აქტიურად ვარ ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში და სამომავლოდ შემიძლია ბევრი კარგი საქმის გაკეთება. ვთვლი, რომ რეალური შანსები გამაჩნია იმის, რომ გავხდე დეპუტატი‘’, – განუცხადა Knews.ge-ს ლევან კოჭლოშვილმა.