პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო საკითხებზე თელავში ტრენინგი ჩაუტარდათ
შეხვდრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს არჩევნებში ჩართულ მხარეებზე, დარღვევების შემთხვევაში მყისიერ რეაგირებაზე, საჩივრის დაწერის წესზე, საარჩევნო სისტემებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, პარტიების დაფინანსებასა და სხვა საკითხებზე.
კახეთის რეგიონში ტრენინგი 8 საარჩევნო ოლქში ჩატარდა.
როგორც Knews.ge-ს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკმა განუცხადა, სემინარზე გუნდური მუშაობის მნიშვნლობაზე გამახვილდა ყურადღება.
,,პროექტი ითვალისწინებს წინასაარჩევნო პერიოდში იმ პარტიების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარებას, რომლებსაც საშუალება აქვთ წარმომადგენლები დანიშნონ საარჩევნო კომისიებში. გარდა ამისა, ტრენინგს ესწრებოდნენ კვალიფიციური და არაკვალიფიციური პარტიების წარმომადგენლებიც. კახეთის 8 საარჩევნო ოლქში სულ 16 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ჩავუტარეთ ტრენინგი, აქედან 7 იყო ის პარტია, რომლებსაც უფლება აქვთ კომისიებში წევრები დანიშნონ. არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარდა, დამსწრე პირებს მიეწოდათ ინფორმაცია, რა ითვლება უკანონო შემოწირულობად და ა.შ. ტრენინგის ერთი დღე დაეთმო გუნდურ მუშაობას და კონფლიქტური სიტუაციების მართვას. ეს სოციალურ–ფსიქოლოგური ტრენინგია, სადაც ჯგუფის შეკრულობაზე და გუნდურ მუშაობაზეა აქცენტი გაკეთებული, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კომისიებში სხვადასხვა პატიის წარმომადგენლები არიან, ისინი ერთ საქმეს ემსახურებიან, რომ არჩევნები სამართიანად და კანონის ფარგლებში ჩატარდეს’’, – განუცხადა Knews.ge-ს კოტე კანდელაკმა.
საარჩევნო პროექტი, რომელსაც სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი ანხორციელებს, დაფინანსებულია საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ.