ახალი ამბები

თელავში გადასასვლელების მოწესრიგების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს

როგორც თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ განაცხადა, გადასასვლელები იღებება ე.წ. ცივი პლასტით, რომლის ექსპლუატაციის ვადა ჩვეულებრივ მასალზე გაცილებით მეტია.

,,პროექტზე ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა 64 000 ლარის ოდენობით. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ ქალაქში მოძრაობა და ამიტომ უახლოეს მომავალში გადასასვლელებთან საგზაო ნიშნებიც განთავსდება”, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ