ახალი ამბები

ახმეტაში პოეზიის საღამო გაიმართა

ღონისძიება საინიციატივო ჯგუფის “ახალგაზრდები განვითარებისთვის” ორგანიზებით ჩატარდა. როგორც knews.ge-ს პროექტის მენეჯერმა ნინო ლოლაძემ განუცხადა, ახალგაზრდებთან შეხვედრის უმთავრეს მიზანს ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის და გააქტიურების მიზნით კახეთის 6 მუნიციპალიტეტში მცირე გრანტები გაიცა.
“გრანტები გაიცა 6 მუნიციპალიტეტში: ქალაქ თელავში, თელავის თემში, საგარეჯოში, სიღნაღში, ახმეტასა და ლაგოდეხში. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა ფესტივალები სიღნაღსა და საგარეჯოში, 26 აგვისტოს კი ახმეტაში გაიმართება. სექტემბერში ექვსივე მუნიციპალიტეტში გაიმართება ახალგაზრდული ფორუმები, რომლებზეც პროექტის მონაწილეები საკუთარ გამოცდილებას სხვა ახალგაზრდებს გაუზიარებენ”, – განუცხადა knews.ge-ს ნინო ლოლაძემ.
პოეზიის საღამოში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი ახალგაზრდები, ისე მოწვეული სტუმრები.