ლაგოდეხში კახეთის ჩემპიონატი ქუჩის კალათბურთში ჩატარდა
ფინალურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ლაგოდეხისა და თელავის გუნდები. შეჯიბრი ლაგოდეხის გუნდის “რაჭის” სასარგებლოდ 12:7 დასრულდა. გამარჯვებულს “ჰერეთი თასი 2016” გადაეცა.
ლაგოდეხის მინიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ჩემპიონატი გაიმართა “ლიბერთი ბანკის” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედიტ სერვის+” სასტუმრო “ვალდჰოტელის”, მარკეტი “ვადოს”, შ.პ.ს “გოლდის” მზია ჭაბაშვილი და მარინა ბუზულაკის დაფინანსებით.