სოფელ შილდაში რეაბილიტირებული სკვერი იუსტიციის მინისტრმა გახსნა
სკვერი საზეიმოდ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს. როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული სკვერი წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 137 000 ლარი დაიხარჯა.
,,შილდელებს კეთილმოწყობილ სკვერში ოჯახთან ერთად გართობის და დასვენების საშუალება ექნებათ. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამ თვეში დაასრულა”, – განაცხადეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.