რესპუბლიკური პარტიიდან ახმეტა–თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ქინქლაძე იქნება
როგორც ქინქლაძემ knews.ge-ს განუცხადა, ის საკუთარ კანდიდატურას წარუდგენს ამომრჩეველთა იმ ნაწილს, რომლებსაც მცდელობის მიუხედავად ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ დაავიწყა წარსული, მათი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და ვერ ეგუება მოქმედი ხელისულების იდეოლოგიური თუ საგარეო კურსის გაუგებრობას, უმოქმედობას და არაპროფესიონალიზმს.
,,ჩემი კანდიდატურა შეირჩა ადგილობრივი და ეროვნული კომიტეტის შეთანხმებით და ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ვაპირებ, თითოეული ხმისთვის ვიბრძოლო. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს ჰქონდეს არა ერთი და ორი, არამედ ბევრი პარტიის და კანდიდატის არჩევის შესაძლებლობა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ,,რესპუბლიკური პარტიის” პროგრამა მივიტანო თითოეულ ამომრჩევლამდე”, – განუცხადა Knews.ge-ს ლევან ქინქლაძემ.