თელავში ახალი სასტუმრო “ერეკლე მეორე”გაიხსნა
სასტუმრო 7 ნომერს, ბარს და რესტორანს მოიცავს. როგორც knews.ge- ს თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ განუცხადა, სასტუმროს გახსნის მთავარ მიზანს კახეთში ტურიზმის განვითარება წარმოადგენს.
“თელავში ახალი სასტუმროს გახსნა ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილს. ამჟამად უკვე დასაქმებულია 12 ადამიანი. ამასთანავე, თელავში მიმდინარეიბს ოთხი ახალი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც ჯამში 250 ნომერს შეადგენს. თელავი უკვე ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქალაქს წარმოადგენს და ტურისტული ქალაქი ხდება”, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.