ახალი ამბები

აქცია თელავში – რუსული ბაზრის გახსნა ქართულ ბიზნესს ააღორძინებს

პარტიის თავმჯდომარე, ზვიად ჩიტიშვილი Knews.ge-სთან აცხადებს, რომ პარტიის საარჩევნო პროგრამაში ძირითადი აქცენტი ეკონომიკის განვითარებაზე კეთდება.

,,უნდა დალაგდეს რუსეთთან ურთიერთობა, რომ ბიზნესი განვითარდეს და დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ. ჩვენი მიზანია, საქართველოში ყველა ოჯახი გაძლიერდეს ეკონიმიკურად და ჩვენ ამას ერთად შევძლებთ”, – განაცხადა Knews.ge-სთან ზვიად ჩიტიშვილმა.

შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ანონსდებოდა, რომ პარტია ,,ჩვენი სამშობლო” ოფიციალურად წარადგენდა თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიორგი სუხოშვილს, თუმცა აღნიშნული ღონისძიება გადაიდო. 

პარტიის თავმჯდომარე ზვიად ჩიტიშვილის ინფორმაციით, ისინი უახლოეს მომავალში რეგიონის მასშტაბით ოფისების გახსნასა და საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვას გეგმავენ.