ახალი ამბები

“პარტიებს ჩვენით მანიპულირების საშუალება არ უნდა მივცეთ”

მათი განცხადებით, აუცილებელია ახალგაზრდები ერთმანეთთან დიალოგისა და სხვადასხვა აქტივობის რეჟიმში ყოველგვარი აგრესიის გარეშე თანამშრომლობდნენ.
აღნიშნულ თემაზე პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით, საარჩევნო მედიაცენტრში დისკუსია გამართეს.
როგორც შეხვედრის ინიციატორმა, ,,პაატა ბურჭულაძე-მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის’’ კახეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნოდარ ეჟიშვილმა Knews.ge-ს განუცხადა, პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ხშირად სარგებლობენ ახალგაზრდების გულუბრყვილობით და მათზე უარყოფით გავლენას ახდენენ. 
,,ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან ახალგაზრდა პოლიტიკოსები, მომავალი თაობა, რომლებმაც ადრე თუ გვიან უნდა დაიკავონ პოლიტიკური თანამდებობა. ჩვენ, ახალგაზრდებმა არ უნდა მივცეთ უფლება არცერთ პარტიას ჩვენით იმანიპულირონ, იმიტომ, რომ წარმოვადგენთ მომავლის იმედს ამ ქვეანაში და მოვა დრო, როცა ჩვენ შევქმნით ქვეყნის უკეთეს ისტორიას,’’– განუცხადა Knews.ge-ს ნოდარ ეჟიშვილმა.