თელავში მრავალფუნქციური კომერციული ობიექტის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება
თელავის მერიის ინფორმაციით, ობიექტის ინვესტიცია 4.6 მილიონ ლარს შეადგენს. კომერციული ობიექტის მშენებლობა მარტში დაიწყო.
თელავის მერის პლატონ კალმახელიხის განცხადებით, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 60 ადამიანი და სამომავლოდ მათი რიცხვის გაზრდაა დაგეგმილი.
,,ეს არის კიდევ ერთი მსხვილი კერძო ინვესტიცია, რომელიც წაადგება თელაველების კეთილდღეობას. ალაზნის გამზირზე მშენებარე ეს მაშტაბური სავაჭრო ცენტრი ნიშნავს მინიმუმ 160 სამუშაო ადგილს და ამდენივე ფინანსურად უზრუნველყოფილ ოჯახს. სავაჭრო კონკურენციის პირობებში თელაველებს და ქალაქის სტუმრებს მეტი არჩევანის საშუალება ექნებათ. მნიშვნელოვანია, რომ თელავში შემოდის 4.6 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის, რომ მსგავს ბიზნეს იდეებს შესაბამისი საინვესტიციო გარემო შევუქმნათ”, – განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.