ლაგოდეხში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი 24 წლის გ.ჩ-ს დენმა საცურაო აუზში დაარტყა. როგორც knews.ge–ს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ავზის წყლით გავსებას ელ-გენერატორით ცდილობდა. იგი, ,,არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„აუზში იყო ჩასული და ამოწმებდა, გამართულად მიეწოდებოდა თუ არა წყალი აუზს და უბედური შემთხვევა მოხდა“,-განუცხადა knews.ge–ს ოჯახის ახლობელმა.