გურჯაანში ,,ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
,,დავიწყე შეხვედრა ამომრჩეველთან. არჩევნებში ჩემი გამარჯვების შემთხვევაში გავაკონტროლებ, რომ შესრულდეს ყველა დაპირება რასაც წინასაარჩევნო პერიოდში ,,ქართული ოცნება“ გასცემს. სოფელ კახიფარის მოსახლეობას სურს, რომ ქონდეს ეკლესია, ასევე სოფელში ჩასატარებელია გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც სოფლის პროგრამის მეშვეობითაც მოგვარდება“,– განაცხადა knews.ge-ს დავით სონღულაშვილმა.
დეპუტატობის კანდიდატისვე განცხადებით, ქალაქს გააჩნია განვითარების პოტენციალი რამდენიმე მიმართულებით. მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ მიმართულებებით აქტიურად დაიწყებს მუშაობას.
,,ვამაყობ, რომ გურჯაანში დეპუტატობის კანდიდატად დამასახელეს და სიამოვნებით ვიღებ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ერთობლივი მუშაობით უნდა შევძლოთ ქალაქში არსებული პოტენციალის ათვისება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის მიმართულებით,’’ – განუცხადა knews.ge-ს დავით სონღულაშვილმა.