თელაველ ნიკოლოზ დალაქიშვილს მცირეწლოვანი და–ძმის გადარჩენისთის დააჯილდოებენ
„შემთხვევის ადგილზე იმ დროს მივედი, როდესაც პატრულისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს გოგონა ამოყავდათ გვირაბიდან. ერთ-ერთი მაშველი და პატარა ბიჭი დარჩენილები იყვნენ გვირაბში, შევცურე არხში სამაშველო თოკით და გვირაბიდან გამოვიყვანე. მოხარული ვარ, რომ ადამიანების გადარჩენა მოხერხდა“,–განაცხადა ნიკოლოზ დალაქიშვილმა.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა განაცხადა, რომ ნიკოლოზ დალაქიშვილს მცირეწლოვანი და–ძმის გადარჩენისთის დაჯილდოვდება.
„ახალგაზრდა ადამიანმა გადაარჩინა მცირეწლოვანი და-ძმის სიცოცხლე,რაც აუცილებლად იმსახურებს დაფასებას და პატივისცემას,“–განაცხადა ალექსანდრე შათირიშვილმა.