ახალი ამბები

ქართული საწებელი, მურაბა და ჯემი ჩინეთში ექსპორტზე გავა

როგორც ”ბიზნესპრესნიუსს” კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე დადიანმა განუცხადა ამ ეტაპზე ჩინურ კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ”ნენა”, რომელიც უკვე ევროკავშირის ბაზარზეც შევიდა, პროდუქციას ჩინეთის ბაზარზე გაყიდის.

”დაახლოებით, 30 სახეოაბას ვაწარმოებთ. ტყემლის საწებელა, ვაშლის, მსხლის, ლეღვის, სხვადსხვა ხილის ჯემები, მურაბები. ყველაფერი უნდა გავასინჯოთ ევროპელებსაც და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც”, – განაცხადა ალექსანდრე დადიანმა.

პროდუქციას ”ნენას” ეტიკეტის ქვეშ საწარმო ”აგრო ქედა” აწარმოებს. ამ ეტაპზე “ნენას” ბრენდით 15-მდე სახეობის ხილის მურაბა და ჯემი, საწებელი და ფელამუში გამოდის. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ჯერ მხოლოდ მსხვილ სუპერმარკეტებში იყიდება. კომპანიის წარმომადგენლისგანცხადებით, წარმოების გაფართოება და რეალიზაციის გაზრდა უკვე დაგეგმილია. 
პროექტი სახელმწიფო თანადაფინანსებით ,,კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” განახორციელა.