ახალი ამბები

თელავში შესაძლოა, ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ლიგა ჩამოყალიბდეს

მოძრაობის თელავის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანლმა ნოდარ ეჟიშვილმა აღნიშნული ინიციატივა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელ ახალგაზრდებს უკვე მიაწოდა.
როგორც knews.ge-ს ეჟიშვილმა განუცხადა, ლიგის მიზანი იქნება ადგილობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა.
,,აღნიშნული ლიგა ხელს შეუწყობს ახალგაზრდა პოლიტიკოსთა პიროვნულ განვითარებას, მათ კონსტრუქციულ ურთიერთობას დიალოგის რეჟიმში და ერთობლივ მუშაობას საერთო ხედვებზე”, – განუცხადა Knews.ge-ს ნოდარ ეჟიშვილმა.