თელავში სასმელი წყლის ფანტანები განთავსდება
როგორც knews.ge-ს თელავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი კიკნაძემ განუცხადა, სამუშაოებისთვის გამოცხადებულია ტენდერი და გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიის გამოვლენის შემდეგ დაიწყება საშენებლო სამუშაოები. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიან გამოყოფილია 6000 ლარი.
„სასმელი წყლის ფანტანები განთავსდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში: ერეკლე მეორის გამზირზე, ძველი და ახალი ბაღის ტერიტორიაზე, სამხატვრო სკოლის და ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე აღდგება ერთი დაზიანებული ფანტანი ფიქრის ხიდზე. აღნიშნული სამუშაოები მუშაობის დაწყებიდან დაახლოვებით სამ კვირაში დასრულდება“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი კიკნაძემ