ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

შიოლაშვილმა შეხვედრაზე მისი გუბერნატორობის პერიოდში გაკეთებულ საქმეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

,,ბევრი საქმე გაკეთდა ამ წლების განმავლობაში და მომავალი წლები კიდევ უფრო სწრაფი განვითარებისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება,”– განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
დეპუტატობის კანდიდატმა ასევე ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და უმოკლეს ვადაში გადაჭრას დაპირდა.
შეგახსენებთ, ირაკლი შიოლაშვილი ამ დრომდე გუბერნატორის თანამდებობაზე რჩება, მას უფლებამოსილება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციის დღიდან შეუწყდება.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს კანდიდატების რეგისტრაცია 8 სექტემბრამდე შეეძლებათ.