თელავის გამგებლის მოადგილედ ლევან ბერძენაშვილი დაინიშნა
როგორც Knews.ge-ს გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა განუცხადა, ლევან ბერძენაშვილი მონიტორინგს გაუწევს ადმინისტრაციის, იურიდიული და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურების მუშაობას.
„ჩემი მოადგილის თანამდებობა ვაკანტიური იყო და გადავიწყვეტე ლევან ბერძენაშვილის დანიშვნა. ლევანი პროფესიონალი და კომპეტენტურია ამ საკითხებში. დარწმუნებული ვარ, ის თავისუფლად გაართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, – განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე – დავით ნაპირელი, ზურაბ სვიმონიშვილი და ლევან ბერძენაშვილი.