სოფელ ვაჩნაძიანში ავტონაწილების მაღაზია გაქურდეს
როგორც knews.ge-ს სოფელ ვაჩნაძიანში გამგებლის წარმომადგენელმა ზაქარია მენაბდიშვილმა განუცხადა, დაუდგენელმა პირებმა მაღაზია გატეხეს, ავტომანქანის ზეთები და ალკოჰოლური სასმელები წაიღეს.
„ჯერჯერობით უცნობია ვინ გაქურდა მაღაზია. უცნობმა პირებმა წუხელ გატეხეს მაღაზია. ჩასარიცხი აპარატის გატეხვა სცადეს, ფული წაღება უნდოდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს“, – განუცხადა knews.ge-ს ზაქარია მენაბდიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.