როდის შეუწყდება კახეთის გუბერნატორს უფლებამოსილება
პოლიტიკურ პარტიებს კანდიდატების რეგისტრაცია 8 სექტემბრამდე შეეძლებათ. შიოლაშვილი დედოფლისწყარო-სიღნაღის გაერთიანებლი საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 4 აგვისტოს წარადგინა. როგორც knews.ge-ს კახეთის გუბერნატორმა განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ როდის დაარეგისტრირებს დეპუტატობის კანდიდატად.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის კანდიდატურა განიხილება. ქადაგიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. მან ირაკლი ალასანიას პარტია ერთი თვის წინ დატოვა, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.