კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე სავარაუდოდ ირაკლი ქადაგიშვილი დაინიშნება
როგორც knews.ge-ს ქადაგიშვილმა განუცხადა, ის გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ. ამ დროისთვის ჯერ მეც არაფერი არ ვიცი“, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.
მან “თავისუფალი დემოკრატები” 1 თვის წინ დატოვა, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის მოქმედი გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად 4 აგვისტოს წარადგინა. პოლიტიკურ პარტიებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ცესკოში რეგისტრაცია 8 სექტემბერამდე შეეძლებათ.