ახალი ამბები

,,საინიციატივო ჯგუფიდან” გურჯაანის დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გიორგაძე იქნება

გიორგაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილეა. ,,საინიციატივო ჯგუფმა” კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით უკვე მიმართა. გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე დეპუტატობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფიდან მხოლოდ ელგუჯა გიორგაძე დარეგისტრირდა. სხვა პოლიტიკურ პარტიებს კანდიდატების დარეგისტრირება 8 სექტემბრამდე შეეძლებათ. 
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 20 მაისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია გერგიძეს გადაწყვეტილებით, ელგუჯა გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.  იგი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი იყო და გამგებლის პირველ მოადგილედ 2013 წელს დაინიშნა.