თელავში დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრის ციკლი გრძელდება
პროექტის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას გააცნონ საარჩევნო პროგრამები და ისაუბრონ გეგმებისა და ხედვების შესახებ.
17 აგვისტოს, 18:00 საათზე, ,,ეროვნული ფორუმის” თელავი-ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა გელაშვილი ისაუბრებს პარტიის ზოგად მიზნებსა და ქალაქ თელავის განვითარების გეგმაზე.