მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა თბილისში (R)
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: გლდანის მე-20 ოლქი კობაკობალაძე, გლდანის 21-ე ოლქი ლევან კობიაშვილი, გლდანის 22- ოლქი ლევან კობერიძე, დიდუბის მე-15 ოლქი ზაზაპაპუაშვილი, დიდუბის მე-16 ოლქი ილია წულაია, ვაკის მე-2 ოლქი ბიძინა გეგიძე, ვაკის მე-3 ოლქი ზაზა ხუციშვილი, ისნისმე-8 ოლქი ირაკლი აბუსერიძე, ისნის მე-9 ოლქი დავით ჭიჭინაძე, ისნის მე-10 ოლქი ბექა ნაცვლიშვილი, კრწანისის მე-7 ოლქი ბექა ოდიშარია, ნაძალადევის მე-17 ოლქი სოფო კილაძე, ნაძალადევის მე-18 ოლქი მიხეილ ყაველაშვილი, ნაძალადევის მე-19ოლქი ზაზა გაბუნია, საბურთალოს მე-4 ოლქი მამუკა მდინარაძე, საბურთალოს მე-5 ოლქი ნინო გოგუაძე, საბურთალოს მე-6ოლქი ლევან გოგიჩაიშვილი, სამგორის მე-11 ოლქი გიორგი მოსიძე, სამგორის მე-12 ოლქი მარიამ ჯაში, სამგორის მე-13 ოლქიშოთა ხაბარელი, ჩუღურეთის მე-14 ოლქი გია ვოლსკი.
პარტია მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატს არ ასახელებს მთაწმინდის პირველ ოლქში და მხარს უჭერს დამოუკიდებელკანდიდატს სალომე ზურაბიშვილს.
„ჩვენ ვთვლით, რომ ქალბატონი სალომეს ყოფნა ქართულ პოლიტიკაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოწარმომადგენლის, ქართული ემიგრაციის, არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქართული პოლიტიკისთვის და მივიღეთგადაწყვეტილება არ დავაყენოთ კონკურენტი ამ ოლქში. მინდა წარმატება ვუსურვო ქალბატონ სალომეს. ეს არის ერთადერთიასეთი პრეცედენტი“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც მხოლოდსიყვარულით და თავდადებით ემსახურება საკუთარ ხალხს.
„მეგობრებო, ჩემო საყვარელო თბილისელებო, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა თქვენს წინაშე. მინდაქედი მოვიხარო თბილისის გმირობის წინაშე და მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ კონსოლიდაცია, გაერთიანება საქართველოსუკეთესი მომავლისათვის. მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც შეძლებს ჩვენი დახლეჩილი საზოგადოებისსიყვარულით, უკეთესი მომავლის დღის წესრიგით გაერთიანებას. მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა,რომელიც შეძლებს ჩატეხილი ხიდის აღდგენას ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. მე მჯერა, რომ„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მხოლოდ სიყვარულით და თავდადებით ემსახურება საკუთარ ხალხს,ნამდვილად არ არის ფუფუნება ამ ადგილას დგომა და ამ მოვალეობაში ყოფნა. ეს მხოლოდ და მხოლოდ დიდი პატივი და დიდიპასუხისმგებლობაა ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელსაც მკაფიოდ, კონკრეტულადდა ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა გვაქვს, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების მეორე დღიდან მოყოლებული, როგორჩავაბაროთ ჩვენს ქვეყანას ოთხი წლის თავზე დღეიდან უკეთესი, გაფერადებული, აგუგუნებული და უფრო სიყვარულით აღსავსესაქართველო. დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ გაგიმტყუნოთ იმედები“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თბილისის საზოგადოებამ ყველაზე მეტად იწვნია თავისთავზე ჩარეცხილად კვალიფიცირება და ეს აღარასოდეს უნდა განმეორდეს.
„ქართულ ოცნებას“ ჰყავს გამოცდილი და ქვეყნის სიყვარულით ანთებული ადამიანებისგან შემდგარი გუნდი. ჩვენი გუნდიშედგება ძველი თანამებროძლებისგან და ახალი წევრებისგან. ეს არის ის სიმფონია, რომელიც ჩვენს ქვეყანასდა საზოგადოებასგააერთიანებს, ჩვენ ვაჩვენეთ ამის მაგალითები. არ შეიძლება, საზოგადოება დახლიჩო. არავინ ისე, როგორც თბილისისსაზოგადოებამ იწვნია თავის თავზე ჩარეცხილად კვალიფიცრება და ეს აღარასოდეს უნდაგანმეოროდეს. ჩვენ არც ერთი ადამიანიარა გვყავს დასაკარგავი. ყველას, ვისაც ანთებული აქვს გული ქვეყნის სიყვარულით და, ვისაც აქვს უნარი, ჩვენს ქვეყანაშიმოიტანოს პროგრესი, განვითარება, ყველასთვის იქნება ადგილი ჩვენსქვეყანაში. მხოლოდ და მხოლოდ ასე, საზოგადოებისგაერთიანებით, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით და არა სიძულვით, შევძლებთ „ქართული ოცნება“, რომ დღეიდან 4 წლისთავზე ყველა ოჯახმა იგრძნოს საკუთარ თავზეკეთილდღეობა. მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ერთიანობით, ერმანეთისგანსხვავებული აზრის შეგუებით შეიძლება დამშვიდება საზოგადოების და ქვეყანაში პროგრესის უზრუნველყოფა“, – განაცხადაგიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც ქართული საზოგადოება ეუბნებოდა არას ძალადობას, ეუბნებოდა არას ქართული ფასეულობებისფეხქვეშ გათელვას, ყოველთვის ყველაზე ხმამაღლა ისმოდა თბილისის ხმა და სწორედ თბილისზე გადიოდა ბრძოლის ფრონტიდა წინა ხაზი.
„ჩვენ ყველამ ერთად მნიშვნელოვანი პერიოდი გამოვიარეთ, გამოვიარეთ პერიოდი, როდესაც ადამიანის ყველაზეფუნდამენტური უფლებები იყო ფეხქვეშ გათელილი. ქართველმა ხალხმა იბძროლა ყველაფერი ამის წინააღმდეგ და ესბრძოლაგრძელდებოდა წლების განმავლობაში. როდესაც ქართველი ხალხი დაიქანცა ამ ბრძოლაში,2011 წლის შემდგომაზე ბიძინაივანიშვილმა გამაოცხადა გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე და შეეხიდაქართველ ხალხს ამ ბრძოლაში.ბრძოლაში, როდესაც ქართული საზოგადოება ეუბნებობდა არას ძალადობას, ეუბნებოდა არას ქართული ფასეულობების ფეხქვეშგათელვას, ყოველთვის ყველაზე ხმამაღლა ისმოდა თბილისის ხმა დასწორედ თბილისზე გადიოდა ბრძოლის ფრონტი და წინახაზი. სწორედ ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებული პატივია წარვდგე დღეს თბილისის წინაშე, როგორც იმ პოლიტიკური ძალისლიდერი, რომელმაც გარდატეხა შეიტანასაქართველოს განვითარებაში. ეს გარდატეხა მოგვევლინა იმ დროს, როდესაც თითქოსდაიმედი იყო გამქრალი და რაღაც ექსტრაორდინალური უნდა მომხდარიყო, რათა გადარჩენის გზა გამოჩენილიყო. სწორედ ამიტომშეგვიძლია,დღეს ამაყად შევხედოთ ჩვენს თბილისელებს თვალებში და ვთქვათ, რომ გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენშევძელით მოქალაქეებისთვის მიგვეცა ყველაზე მთავარი თავისუფლება, თავისუფლად სუთქვის ბედნიერება.თავისუფლადსაუბრის, ჩვენი თუნდაც ყველაზე კრიტილკული აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. ეს ძალიან დიდი მონაპოვარია“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის 4 წლის მუშაობაც შეაფასა და განაცხადა, რომ გასული 4 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამშეძლო ის, რომ ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემებს მიხედა.
„ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვის უფლება. ჯანმრთელობის უზრუნველყოფის უფლება. მარტო ჩ ჰეპატიტის პროგრამითათასობით სიცოცხლე გადაჩრა და ათასობით ოჯახი გადარჩა გაღატაკებას. ალბათ ყველას უსარგებლიასაყოველთაო ჯანდაცვისსერვისით დ დამეთანხმებით, რომ ეს არის ფუფუნება, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც არ აქვს. არასოდესდამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სოფლის მეურნეობას არ მიქცევია იმ დონისყურადღება და ადგილობრივიმეწარმეობის განვითარებას, როგორც ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში ხედებოდა. მრავალი პროგრამა, სოფლის მეურნეობისდახმარების პროგრამა, შეღავათიანი აგროკრეტიდები, დანერგე მომავალი,ასევე მიკროდაფინანსების და მიკროგტანტებისპროგრამა, ასევე აწარმოე საქართველოში, ყველაფერი ეს შვებად მოევლინა ჩვენს მოსახლეიბას. ეს ყველაფერი გამიზნულია, რათასაქართველომ ააღორძინოს საწარმოო პოტენციალი“, -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოში გახსნილ პირველ ტექნოპარკზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც საქართველოს ისტორიაშიპირველი დამწყები ბიზნესის დაფინასების ფონდი დაფუძნდა, რომელიც განკუთვნილია ახალგზრადების ინოვატორულიიდეების დასაფინასებლად.
„ესეც ძალიან დიდი მიღწევაა. სულ ცოტა ხნის წინ გადავდგით ნაბიჯები საქართველოში პროფესიული განათლების საჯარო,კერძო პარტნიორობის მოდელის შესაქმენლად, ესეც დიდი მიღწევაა. ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილნი, ჩვენვხედავთ რამხელარესურსი არსებობს ქვეყანაში განვითარებისთვის. ჩვენ არ ვართ არც უშეცდომონო, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენგადავდგით ბოლო 4 წლის განმავლობაში არ ყოფილა ისე, რომ ქვეყნის სიყავრულით არყოფილიყოს ნაკარნახევი. ეს არის ჩვენიმთავარი საამაყო და ჩვენ ასე ვაპირებთ მომავალი 4 წლის განმავლობაში გაგრძელებაში. ჩვენ გვჯერა და არასოდეს ჩემსცხოვრებაში არ ვყოფილვარ ასე დარწმუნებული, როგორც ახლა ვარ, თურამდენად სწორია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ სწორედ ამპოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მოსახლეობამ მხარი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიულისაქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ პროფესიონალებით გაძლიერებული, განახლებული ქმედითი გუნდია – პროგრესულიხედვით, მოქმედების ზუსტი გეგმითა და თანამედროვე მიდგომების მქონე პრინციპული ლიდერით.
„ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაამტკიცა, რომ ხალხზე მზრუნველი ადამიანური ძალაა, რომლისთვისაც მთავარი ჩვენი გახლეჩილისაზოგადოების გამთლიანებაა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ქვეყნის მომავლის შექმნა მხოლოდ ერთიან, თავისუფალ საზოგადოებასშეუძლია. მეგობრებო, ჩვენი გზა – ევროპული გზაა, ჩვენი მიზანი – ცივილიზებულ სამყაროში ღისეული ადგილისდამკვიდრებაა, იმ კანონის უზენაესობაა, რომელიც, საბოლოოდ, ქვეყნის წინაშე ჩადენილ არცერთ დანაშაულს დატოვებსუპასუხოდ“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
პოლიტიკური რეკლამა (R)