ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი – გურჯაანი ტურისტული ქალაქი უნდა გახდეს

მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ მიმართულებებით აქტიურად დაიწყებს მუშაობას.
,,ვამაყობ, რომ გურჯაანში დეპუტატობის კანდიდატად დამასახელეს და სიამოვნებით ვიღებ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. გურჯაანს აქვს განვითარების დიდი პოტენციალი რამდენიმე მიმართულებით, განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხით. ერთობლივი მუშაობით უნდა შევძლოთ ქალაქში არსებული პოტენციალის ათვისება,’’ – განუცხადა knews.ge-ს დავით სონღულაშვილმა.