ყვარელში ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
მან, 1939 წელს დაბადებული თ. ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ქურდობის მიზნით, ფარულად შეაღწია. სახლის მეპატრონემ გ. ხ. შეამჩნია, რის შემდეგაც ბრალდებულმა ქალბატონს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, მისი სხეული მარანში, ქვევრში, კვალის დაფარვის მიზნით გადამალა, ხოლო სახლში ხანძარი გააჩინა და მიიმალა.
შეგახსენებთ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში, საკუთარი სახლის მარანში ორი დღის წინ დაკარგული 70 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.
მეზობლების ინფორმაციით, მოხუცი ქალბატონი სახლში მარტო ცხოვრობდა.
,,იგი მარტოხელა იყო და სახლიდან იშვიათად გადიოდა. რამდენიმე დღე რომ აღარ გამოჩნდა, მეზობლებმა ძებნა დავუწყეთ. დღეს დილით ქვევრში გარდაცვლილი ვიპოვეთ. სავარაუდოდ მოკლლულია, რადგან სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა”, – განუცხადეს knews.ge-ს გარდაცვლილის მეზობლებმა.