თელავში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ღონისძიება ჩატარდა საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ბემონისა”, ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაციის (GYDEA) ორგანიზებითა და თელავის მერიის მხარდაჭერით.
როგორც knews.ge-ს ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ განუცხადა, აქციის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.
„მინდა მთელ მსოფლიოს მივულოცო თელავიდან ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია უამრავი აქცია. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დღევანდელი აქცია ატარებს სიმბოლურ ხასიათს, რადგან წელიწადის 365 დღე არის ახალგაზრდების დღე. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ თელავი საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით გახდეს ყველაზე ახალგაზრდული ქალაქი. თელავის მერია სამომავლოდ კიდევ უამრავ ღონისძიებას გეგმავს”, -განაცხადა პლატონ კალმახელიძემ
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სელფების კონკურსი, გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური ჯილდო. აქციის დასასრულს გაიმართა წყლის ბუშტებით შეჯიბრი, რომელიც, როგორც აქციის ორგანიზატორმა დავით ღონღაძემ განაცხადა, საქრთველოში უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს.
„დღევანდელ აქციაში მონაწილეობა მიიღო თელავის მოსახლეობამ. თელავში პირველად ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი. ვფიქრობ ეს საქართველოსთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. მე მინდა ყველას მივულოცო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე და ვისურვებდი,რომ „ბუშტებით ბრძოლის“აქციამ ტრადიციული სახე მიიღოს“, – აღნიშნა დავით ღონღაძემ