ყვარელში ეროვნულმა ფორუმმა ოფისი გახსნა
,,ვაგრძელებთ ბრძოლას რათა გავიმარჯოთ და ერთად შევცვალოთ ყვარლელი და თელაველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრება სასიკოთოდ”,–განუცხადა knews.ge-ს ხიზანიშვილმა.
,,ეროვნული ფორუმიდან” თელავი–ყვარლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გელა გელაშვილის განცხადებით, საპარლამენტო მანდატის მოპოვების შემთხვევაში პოლიტიკური ცვლილებები თელავიდან და ყვარლიდან დაიწყება.
,,ეროვნული ფორუმის წარმომადგენლობა ყვარელში ერთ გუნდად შეკრავს და ორგანიზებას გაუწევს ეროვნული ძალების კონსოლიდაციას. ჩემი არჩევის შემთხვევაში პოლიტიკური ცვლილებები საქართველოში, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დაიწყება თელავიდან და ყვარლიდან. ეს არის ჩემი პოლიტიკაში წასვლის ძირითადი პრინციპი და იდეა”,– აღნიშნა გელაშვილმა.