ახალი ამბები

პოლიციამ თელავში ყოფილი პარლამენტარის მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ნოდარ მოდებაძეს და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა. ზ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მინდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ადგილობრივ მკვიდრს, 66 წლის ნოდარ მოდებაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიაყენეს. იგი ადგილზე მოდებწძე გარდაიცვალა. მოდებაძე საქართველოს პარლამენტის 1999 წლის მოწვევის წევრი იყო.