მიმართვა ქართულ საზოგადოებას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს (R)
წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ყ ველა სახელმწიფო სტრუქტურა და ინსტიტუტი იყო პოლიტიზებული, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლო. რეალურად არანაირი ზღვარი არ არსებობდა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მაშინდელ მმართ ველ პარტიას შორის. სწორედ ამ უკანასკნელსემსახურებოდა ყველა სახელმწიფო ორგანო. თავის მხრივ,პარტია ატარებდა ერთი ადამიანის და მასთან დაახლოებული მცირე ჯგუფის ინტერესს.
დღეს ყველასთვის ნათელია, თუ როგორ იყო ფორმირებული საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც მისი თავმჯდომარე, გ. პაპუაშვილის სახით, გვევლინებოდა„ ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების დამცველად,რომლისთვისაც კანონზე მაღლა იდგა ყოფილი მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესები და სადაც წამყვან ძალას ამავე პარტიისთვის „განსაკუთრებით საი მედო“ პირველი კოლეგია წარმოადგენდა. სწორედ ეს უკანასკნელი იყო ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საქმის უპირობო განმხილველი, ვინაიდან იგიდაკომპლექტებულია ერთი პოლიტიკური გუნდის წევრებით, რომლებიც წლების განმავლობაში ერთმანეთთან დაკავ შირებული იყვნენ მეტად მჭიდრო სამსახურებრივი და პირადი ურთიერთობებით.
სასამართლოს თავმჯდომარისა და მასთან გამორჩეულად დაახლოებული რამდენიმე მოსამართლის მოქმედებების შინაარსი სრულად შეესაბამება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას და აშკარად გამოიკვეთა, რომ ზემოხსენებულიპოლიტიკური ძალის უკანასკნელ საყრდენს წინასაარჩევნო ქაოსისა და „ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის“შესაქმნელად სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს ჯგუფი წარმოადგენდა, რომელიც, „საკონსტიტუციო რევოლუციის“ სცენარის ჩაშლით გაწბილებული, კვლავ ცდილობს შეასრულოს პარტიული დავალება.
როგორც კი საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლემ შეძლო თავის დაღწევა პარტიული გავლენისგან, ვინაიდან ისინი მიხვდნენ, რომ შესაძლო დესტრუქციული მოქმედებებით საერთოდ შესაძლოა ქვეყანა ამოვარდნილიყო ნორმალური განვითარების კალაპოტიდან, და ყოფილ სახელისუფლებო გუნდს არ მისცეს საკუთარი თავით მანიპულირების საშუალება, მათ წინააღმდეგ მყისიერად ამუშავდა „ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო მანქანა“.
კერძოდ, ორი კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა საარჩევნო პროცესში კოლაფსის შექმნას. გასაჩივრებული საარჩევნო ნორმების გაუქმების შემთხვევაში, რეალურად დარჩენილი მცირე დროის გათვალისწინებით, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.
სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ღია პოლიტიკური, თუმცა,აშკარად პროვოკაციული განცხადებები მოსამართლეთა მიმართ ზეწოლის განხორციელების თაობაზე.
პერსონალური ზეწოლის ფაქტი არ დაადასტურა მთავარ საგამოძიებო ორგანოში დაკითხულმა არც ერთმა მოსამართლემ.
უფრო მეტიც, სასამართლოს 5-მა მოსამართლემ, თავის მხრივ, განცხადებით გამოააშკარავა ის მეტად სერიოზულიკანონდარღვევები, რომლებიც ხდებოდა სასამართლოში. კერძოდ, ეს იყო:
ამ ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ, უკვე თავად ეს მოსამართლეები გახდნენ თავდასხმისა და შეტევის ობიექტები ნაციონალური მოძრაობის, მისი პარტნიორი პარტიებისა თუ მათი სატელიტი ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოშლილ ორგანოდ, ხოლო სასამართლოს უმრავლესობას – წერ ილის ავტორ 5 მოსამართლეს (სასამართლო სულ 9 წევრისგან შედგება)უღირსებად და დისკრედიტებულად აცხადებენ.
რეალურად კი, მათი აგრესიის მიზეზი გახდა, ერთი მხრივ,საკონსტიტუციო საბოტაჟის გეგმის ჩაშლა, ხოლო მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის ზოგიერთ მოსამართლესა და ყოფილ სახელისუფლებო პარტიას შორის ფარული გარიგებების გამოაშკარავება.
უფრო კონკრეტულად კი, გამოაშკარავდა შემდეგი დარღვევე ბი:
2. აღმოჩნდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ახდენდა შემოსული, პოლიტიკური ნიშნის შემცველი, ზოგიერთი სარჩელის გა მიზნულად ერთსა და იმავე მოსამართლეებისთ ვის განაწილებას. ეს ხდებოდა ძირითადად “სანდო“ 1-ლი კოლეგიის ფარგლებში, თუმცა აქაც ხდებოდა გარკვეული „გამორჩევა“, კერძოდ, ასეთი საქმეები სისტემა ტურად „რატომღაც“ ამ კოლეგიის მხოლოდ 3 მოსამართლესთან(კ. ვარძელაშვილი, მ. კოპალეიშვილი, მ. ერემაძე) ხვდებოდა, ხოლო მე-4 მოსამართლეს მ. ტურავასშეგნებულად არ ეწერებოდა მისი „არასანდოობის“ გამო. აქაც იკვეთება ის ვითარება, რომ წინასწარ პოლიტიკური ნიშნით გამორჩეული საქმეები ხელოვნურად ხვდებოდა ზემოაღნიშნულ მოსამართლეებთან, რათა მათ „საჭირო“ შედეგი დაეყენებინათ, ანუ კონკრეტული მოსარჩელეებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებობდა „პერსონალური“ კოლეგია, რომელიც ასეთ საქმეებს „განსაკუთრებულ“ რეჟიმში იხილავდა. აღარაფერს ვამბობთ მე-2 კოლეგიაზე (იქაც აგრეთვე 4 მოსამართლეა), სადაც ასეთი საქმეები, ცხადია, არ ნაწილდებოდა. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან მ. კოპალეიშვილი და კ. ვარძელაშვილი მოსამართლეობამდე წინა ხელისუფლების მთავრობის მაღალჩი ნოსნებიც იყვნენ, მეტად ახლო სამსახურებრივი და პირადი კავშირები აქვთ ნაციონალური მოძრაობის ბევრ მაღალჩინოსანთან, მათ შორის, ნ. გვარამიასთან(რომელიც ამჟამად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორია), რისი კონკრეტული ფაქტებიც გაჟღერდა კიდეც და რის გამოც მათი აცილების საკითხი დადგა რუსთავი-2-ის საქმეზე. თუმცა,ცხადია, მათ მიკერძოებულად არ აიცილეს ეს საქმე,გააგრძელეს მისი განხილვა და დააკმაყოფილეს კიდეც ეს სარჩელი. ნიშანდობლივია, რომ ტელეკომპანია რუსთავი-2-თან დაკავშირებული რვავე (!!!) სარჩელი(საიდანაც ერთ-ერთზე გამოიცვალა სარჩელი) დაეწერა სწორედ 1-ლი კოლეგიის ამ 3 მოსამართლეს. ასევე მათდაეწერათ თბილისის ყოფილი მერის გ. უგულავას სამივე სარჩელი, ე.წ. „კაბელების საქმის“ სარჩელი (სადაც ასევე სარჩელის შეცვლის ფაქტი ფიქსირდება). აგრეთვეამ მოსამართლეთა ჯგუფზე განაწილდა შემდეგი საქმეები: საარჩევნო სარჩელი (რომლის არდაკმაყოფილების მეორე დღესვე გ. პაპუაშვილმა დაიწყო პროვოკაციული განცხადებების გაკეთება), საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმე (სადაც ძველი სამეურვეო საბჭო აღდგა), საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს საქმე (სადაც იგი გაუქმდა), ე.წ. „ორგასაღებიანი მოსმენების სისტემის“ საქმე (სადაც ეს უკანასკნელიც გაუქმდა) და სხვ.
სწორედ ზემოაღნიშნულ საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობის წერილში, რომლითაც მათ მიმართეს თავმჯდომარეს, რათა აღარ ყოფილიყო ასეთი სუბიექტური მიდგომები და სასამართლოს ემუშავა მშვიდ, თანამიმდევრულ და არაფორსირებულ რეჟიმში, სადაც ყველა მხარისთვის დაცული იქნებოდა თანაბრობის პრინციპი.
საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა სრულიად მორგებული იყო ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დღის წესრიგს. კერძოდ, როდესაც ამ ოპოზიციური პარტიის მიერ გაწეული გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად,ამჟამინდელი ხელისუფლება იღებდა კონკრეტულ კანონებს პარლამენტში, რაც ითვალისწინებდა მთელი რიგი ინსტიტუციონალური რეფორმებისა და პრინციპული პოლიტიკური საკითხების დარეგულირებას, მაშინვე საქმეში ერთვებოდა საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც სწრაფად შედიოდა სარჩელი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ან მათი წარმომადგენლების მიერ და იგი ნაწილდებოდა „სანდო“ 1-ელ კოლეგიაზე. ეს უკანასკნელი კი ხშირად სასწრაფო წესით ჯერ შეაჩერებდა ამ კანონის მოქმედებას, შემდეგ კი ასეთივე ფორსირებულ რეჟიმში აუქმებდა გასაჩივრებულ კანონს. ასეთი მაგალითები მრავლადაა: საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის გაუქმება, რომლითაც უფლებამოსილება აღუდგა ძველ სამეურვეო საბჭოს და ხელოვნური კრიზისი შეიქმნა ამ ორგანოში (ვინაიდან ძველი შემადგენლობა ნაციონალური მოძრაობის მხრდამჭერებით დაკომპლექტებული გუნდი იყო და შესაბამისად ამ ორგანოზე გავლენას შეინარჩუნებდნენ); საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს კანონის გაუქმება, რითაც საშუალება არ მიეცა ამახალშექმნილ ორგანოს ამოქმედებულიყო (იმ მიზნით, რომ წინა ხელისუფლების მიერ არჩეულ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გ. ქადაგიძეს არ ჰყოლოდა მაკონტროლებელი ორგანო); ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ახალამოქმედებული, ძველთან შედარებით აშკარად უფრო მაღალი სტანდარტის და კონტროლის 2-გასაღებიანი სისტემა (იმ მიზნით, რომ სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტიანობა მაქსიმალურად შემცირებულიყო, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად არანაირი სტანდარტი ამ კუთხით არ არსებობდა და დანერგილი იყო ტოტალური და უკონტროლო მოსმენების სისტემა; ამ ახალი მოდელით კი გარე კონტროლის მექანიზმი შემოდიოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სახით) და სხვ.
ასეთივე „წარმატებით“ აპირებდა ნაციონალური მოძრაობა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გ. პაპუაშვილი უკვე „აპრობირებული თანამშრომლობის“ გაგრძელებას, და რომ არა ბოლო პერიოდში პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებები (რომლებითაც პლენუმის უფლებამოსილება გაიზარდა და სხვ.), პრაქტიკულად ქვეყანა დგებოდა გარდაუვალი საკონსტიტუციო საბოტაჟის საფრთხის წინაშე, რასაც ხელოვნურად დაგეგმილი პოლიტიკური კრიზისი (თანამდევი შედეგებით) უნდა გამოეწვია.
იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი ობიექტური შეფასება, სწორად გაანალიზდება მიმდინარე მოვლენები, რათა მსგავსი ინსტიტუციონალური პრობლემები ჩვენი ქვეყნის წინაშე აღარ დადგეს და გარანტირებული იყოს სახელმწიფო და კონსტიტუციური ორგანოების მოქმე დება – მოქალაქეთა უფლებების დაცვის პრიორიტეტით, და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისადმი მსახურებით.
ეკა ბესელია
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
გედევან ფოფხაძე
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
—
> „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
> პრესსამსახური
> ქ. თბილისი – 0114, ერეკლე II-ეს მოედანი #3