თუშეთში ევროპული სტანდარტების გზა აშენდება
,,თუშეთი არის საქართველოს ანდამატი. დაწყებული გვაქვს ტენდერი გზის პროექტირებაზე. ეს იქნება თანამედროვე ევროპული სტანდარტების, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ასვლა. ამ გზას ექნება ბევრი დანიშნულება, პირველ რიგში ტურიზმის განვითარების, რათა აქაურმა ოჯახებმა მეტი ინტერესი ნახონ და ქონდეთ მეტი ინტერესი იმისთვის, რომ მცირე სასტუმროები გაიხსნას. ამ გზას ექნება უსაფრთხოების დანიშნულება, რადგან ეს არის ჩვენი სასაზღვრო რეგიონი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონში მოსახლეობის დამაგრებას. რა თქმა უნდა ამ გზას ასევე ექნება კულტურული მემკვიდრეობის შენახვის დანიშნულება, რადგან გზის და ინფრასტრუქტურის გარეშე ეს იქნება შეუძლებელი”, – განაცხადა პრემიერმა.