ახალი ამბები

სოფელ ვარდისუბანში საჭიდაო დარბაზი მოეწყობა

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შ.პ.ს “მომავალი” ახორციელებს. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის დავით ქსოვრელიშვილის განცხადებით, პროექტის განსახორციელებლად 41 898 ლარია გამოყოფილი.
,,საჭიდაო დარბაზის მოწყობა სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. იცვლება დაზიანებული იატაკი, ჭერი და კარ-ფანჯარა, ასევე, მოეწყობა მწვრთნელების ოთახები, გასახდელები და სველი წერტილები. ვგეგმავთ, შევიძინოთ ტატამი, რომელიც ამ დარბაზში განთავსდება “, -განაცხადა ქსოვრელიშვილმა.